”პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებს, იოსებ ხიმშიაშვილსა და გიორგი ახობაძეს 250-250-ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინათ მიიღო.
7 მაისს, პროექტ „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ კონსტანტინე გურულსა და ირაკლი კიკილაშვილს სასამართლომ 250- ლარიანი ჯარიმა იმავე დღესვე დააკისრა. ასევე 250 -ლარიანი ჯარიმა შეუფარდა საკრებულოს დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს.
ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი კი დღეისთვის გადაიდო.
7 მაისს, ”პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციაზე 6 პირი დააკავეს: ნატა ფერაძე, ირაკლი კიკილაშვილი, კონსტანტინე გურული, გიორგი ახობაძე, იოსებ ხიმშიაშვილი და ალეკო ელისაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.