მთლად დარწმუნებული პრემიერ-მინისტრიც არ არის, რომ ეს საგარეო კურსი სწორია, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამაზ მეჭიაურმა გიორგი კვირიკაშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
”ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის განწყობები, რომელიც მოსახლეობაშია. ხელისუფლების კურსს უნდა განსაზღვრავდეს მოსახლეობის განწყობა. თავის დროზე ეს რეფერენდუმი თუ პლებისციტი, რომელიც ნატო-სთან მიმართებაში ჩატარდა, რატომღაც ყველა ცდილობს, რომ გვერდი აუაროს ერთ ფაქტს. იმ პერიოდში ყველა იძახდა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, თუმცა, რატომღაც არავის დაუყენებია ეჭვქვეშ იმავე არჩევნების ეს მეორე ნაწილი. ესეც ხომ არ იყო გაყალბებული. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ყველაფერი იცვლება. უძრაობაში არ უნდა ვიყოთ. თუნდაც იმან, რომ ნატო-სკენ კი ვისწრაფით, მაგრამ მეორე მხრიდან ეს სურვილი არ არის, ნატო-ს წამყვანი ძალა უკვე ღიად თავს არიდებს უკრაინისა და ჩვენს მიღებას იმ პრობლემებიანად, რაც ჩვენ გვაქვს.
მე მგონია, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ის ბერკეტები, რომ აიძულოს ნატო, რომ ამ პრობლემებიანად მიგვიღოს. თუ არ გააჩნია, მაშინ რატომ არის აცდენა ჩემი და მისი საგარეო კურსისა, ამიტომ საჭიროა ჩატარდეს კიდევ ერთი პლებისციტი ამ საკითხთან დაკავშირებით. პრემიერს და ბატონ ბიძინასაც აქვთ თავიანთი ხედვა, პროდასავლური ორიენტაციისა. პრემიერი ძალიან გონიერი კაცია, მე შევეცდები დავარწმუნო, რომ ეს საგარეო კურსი სწორი არ არის და ეს დარწმუნება გამოიხატება იმაში, თუ როგორ სიას წარადგენს”, - აღნიშნა მეჭიაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.