დავით ნარმანიას დაანონსებულ საკრებულოში მისვლის თემას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი აბესაძე ეხმიანება.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლა არის მორიგი სპექტაკლი, - აცხადებს აბესაძე.
„ჩვენ ვნახეთ ნარმანია და მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, რომელიც დაახლოებით 20 დღეა საზოგადოებას ატყუებს, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისების შემდეგ საზოგადოება მოგებული დარჩა და ჩვენ ყოველდღიურად ახალ-ახალ დეტალებს ვიგებთ თუ სინამდვილეში როგორ წააგო საზოგადოებამ და როგორ მოიგო მხოლოდ და მხოლოდ ერთმა ადამიანმა ბიძინა ივანიშვილმა“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მისივე ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ დავით ნარმანიას გადადგომისკენ მოუწოდებს, თბილისის მერს არ აქვს არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური უფლება ეკავოს თბილისის მერის თანამდებობა.
„დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი მძიმე კორუფციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, მაშინ როდესაც მთელი თბილისი დაზარალდა და თბილისელების საერთო სარგებლობის სარეკრეაციო სივრცე აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში. ასეთ სიტუაციაში მას არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი უფლება არ აქვს, რომ თანადებობაზე იყოს. თუმცა, არა მგონია, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილი არ გადაწყვეტს თბილისის მერის, ნარმანიას გადადგომას, ის გადადგეს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მივა საკრებულოში და ნარმანიას დაუსვამს ყველა იმ შეკითხვას, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში პასუხს არ სცემდა.
„ჩვენ საკრებულოში მივალთ და დავით ნარმანიას დავუსვავთ ყველა იმ შეკითხვას, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში პასუხს არ სცემდა. მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახოთ ნარმანაიასა და „ქართული ოცნების“ სახე“, - განაცხადა აბესაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.