აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჰოლანდიის საელჩოები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ და საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას აძლევენ
13-07-2014, 03:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჰოლანდიის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნების დღეს ხმის მიცემა მცირედი დარღვევებით მიმდინარეობდა, თუმცა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრულმა სამართლებრივმა ქმედებებმა წინასაარჩევნო გარემო დაძაბა.

 

 

3 ქვეყნის საელჩოების განცხადებაში საქართველოს მთავრობისადმი გაჟღერებულია მოწოდება, რომ მთავრობამ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს.

 

 

"არჩევნების დღეს ხმის მიცემა მცირედი დარღვევებით მიმდინარეობდა, თუმცა ყოფილი თბილისის მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრულმა სამართლებრივმა ქმედებებმა დაძაბა წინასაარჩევნო გარემო. ჩვენ კვლავ თხოვნით მივმართავთ მთავრობას, შეინარჩუნოს უმაღლესი სტანდარი პროცედურების წარმოებისას და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, რომელიც თავისუფალი იქნება ნებისმიერი სახის პოლიტიკური ჩარევისაგან. ახლა, როდესაც უკვე არჩევანი გაკეთებულია, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას თანამშრომლობისკენ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და გაამყარებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩევნ ველით თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რაც კიდევ ერთხელ გააღრმავებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და მიმართული იქნება საქართველოს მომავლისკენ", - ნათქვამია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჰოლანდიის საელჩოების ერთობლივ განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი