ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღნიშნეს და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
როგორც guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, პარლამენტის წევრის, ჰენზელ მკოიანის, საკრებულოს თავმჯდომარის, სუმბატ კიურეღიანისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის, გაგიკ კარსლიანის ინიციატივით, მეორე მსოფლიო ომის ოთხ მონაწილესთან შეხვედრა შედგა.
მუნიციპალიტეტის მიერ ომის თითოეული ვეტერანისთვის 500 ლარი გამოიყო, მოეწყო საზეიმო ვახშამი. ვეტერანებს პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სახელით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მისალოცი ბარათები გადასცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.