რუსეთმა გამარჯვების დღე საქართველოს დიალოგის სათანადო დონის არ არსებობის გამო არ მიულოცა
10-05-2016, 05:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

რუსული მედიის ცნობით, პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინმა 9 მაისს საქართველოს პრეზიდენტს გამარჯვების დღე იმის გამო არ მიულოცა, რომ ქვეყნებს შორის დიალოგის სათანადო დონე არ არსებობს.

 

„რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა თავის მეზობლებთან, და, ფაქტობრივად, მოძმე ქვეყნებთან კარგი ურთიერთობის მხარდაჭერით, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში იცით იმ კრიზისის წინაპირობები, რომელსაც ჩვენს ურთიერთობაში აქვს ადგილი“, - განაცხადა პესკოვმა.

 

ჟურნალისტებმა ჰკითხეს მას, რატომ მიულოცა ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს სიტყვით გამოსვლის დროს გამარჯვება ქართველ ერს და არა საქართველოს პრეზიდენტს.

 

რუსული მედია აღნიშნავს, რომ ანალოგიურად პუტინი მოიქცა უკრაინასთან მიმართებაშიც.

 

„პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ სახელმწიფოთაშორისო დონეზე არსებული კრიზისული ურთიერთობა არ აისახება ჩვენი ერების კეთილ გრძნობებსა და ტრადიციებზე. ეს ეხება ქართველ, უკრაინელ და სხვა ერებს. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა ერს მიმართა“, - განაცხადა პესკოვმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი