”ქართული ოცნების” დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი ”რესპუბლიკური პარტიის” მოთხოვნას, თამაზ მეჭიაურის პარტიიდან, ხოლო გოგი თოფაძის ფრაქციიდან გარიცხვის შესახებ ეხმიანება და აცხადებს, რომ ყველამ თავის მამიდას მიხედოს.
სოსო ჯაჭვლიანმა ”რესპუბლიკელებს” მოუწოდა, სხვა პარტიის საქმიანობაში არ ჩაერიოს.
”გუშინ მოვისმინე ფრაზა ”ყველამ თავის მამიდას მოუაროსო” და ისე გავმხიარულდი ეს რომ მოვისმინე, მეტი რომ არ შეიძლება. მამიდაჩემს ჰქვია ძალიან მაგარი საყვარელი სახელი დოლი ჯაჭვლიანი - უპატიოსნესი ქალია, ძალიან მაგარი ქალია. ამიტომ ყველამ დაასახელოს თავისი მამიდის სახელები და გვარები, მოუარონ თავიანთს მამიდებს და ნუ ერევიან სხვისი პარტიის საქმეში”, - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.
”უკეთესი იქნება, ყველამ თავის მამიდას მიხედოს, - ასე უპასუხა ”მრეწველების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ გუშინ ”რესპუბლიკელ” დეპუტატ დავით ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.