"თამაზ მეჭიაური კი არ არის პარტია "ქართული ოცნების" "პრობლემა", არამედ ის "ორსახოვანი იანუსები" რომლებიც ლამობენ მოხვედრას პარტიის საარჩევნო სიაში"
10-05-2016, 06:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პიროვნულად ვის მოსწონს და ვის არა, მაგრამ, საქართველოს პარლამენტის წევრი "პარტია "ქართული ოცნებიდან", დეპუტატი თამაზ მეჭიაური ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სათქმელს, მარტივად და ყველასათვის გასაგებად ამბობს, რომ – ქართველი ერი ნატო–ს წევრობის სანაცვლოდ არ დათმობს აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს!

 

 

საქმე ის გახლავთ, რომ ბ–ნ მეჭიაურს, ისევე, როგორც ქართველ ხალხს მიაჩნია, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატო–ში ვერ მოხდება, სანამ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებული და "აღიარებულია" რუსეთის მიერ, ანუ საქართველოს ნატო–ში შესვლა შეუძლებელია, – აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად! მოკლედ და მავანთათვის გასაგებად, დეპუტატ მეჭიაურისა და ქართველი ხალხისთვის უპირველესია, – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, – და არა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა, მით უმეტეს, თუ გაწევრიანება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გამორიცხავს!

 

 

ამავდროულად, დეპუტატი მეჭიაური, ისევე, როგორც ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობა, საფუძვლიან ეჭვს გამოთქვამს, რომ მავანი, შინ თუ გარეთ, ამ საკითხთან დაკავშირებით ისეთ პოლიტიკურ რიტორიკას მიმართავს, რომელიც "საბედისწერო" არჩევანისკენ უბიძგებს საქართველოს მოქალაქეებს, რათა "კრიტიკულ მომენტში სწორი არჩევანი გააკეთონ" – ნატო-ს წევრობასა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას შორის!..

 

 

ის პოლიტიკური ძალები და პიროვნებები (რესპულიკური პარტია და სხვები), რომლებიც ამ საკითხთან მიმართებაში დეპუტატ მეჭიაურს უპირისპირდებიან, არიან მთლიანად დაცლილები ეროვნული თვითშეგნებისგან, მეტიც, ისინი ანტიეროვნულ ძალებად უნდა მივიჩნიოთ! ხოლო, პარტია "ქართული ოცნების" ლიდერები, მთავრობაში თუ პარლამენტში, რომლებიც კონკრეტულად ამ საკითხთან მიმართებით "ემიჯნებიან" დეპუტატ მეჭიაურს, არ გამოხატავენ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზრს და შედეგად, მათ ქართველი ამომრჩევლების არანაირი მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეთ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში!

 

 

ასე რომ, ბ–ნი თამაზ მეჭიაური კი არ არის პარტია "ქართული ოცნების" "პრობლემა", არამედ ის "ორსახოვანი იანუსები" რომლებიც ლამობენ მოხვედრას პარტიის საარჩევნო სიაში. მიმაჩნია, რომ სიმართლისთვის და გულწრფელობისთვის, ცალკე აღებული მეჭიაური ამომრჩევლების იმდენ საარჩევნო ხმას მიიღებს, რამდენსაც ერთად აღებული ""იანუსები" (ასეთები კი, საკმაოზე მეტი არიან "ოცნებაში") ვერ მიიღებენ!.. ამიტომ, პარტია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ კარგად გაითვალისწინოს მათი პოტენციური ამომრჩევლების აზრი, თუ ვისგან უნდა გათავისუფლდეს პარტია და ვისგან არა, ვინ უნდა იყოს საპარლამენტო სიაში და ვინ არა!.. იცოდეთ, რომ ქართველი ხალხი ყურადღებით გაკვირდებათ!!..

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

  პოლიტოლოგი

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი