არავის თითის დასაქნევი არ მაქვს, - აღნიშნული განცხადება დეპუტატმა, თამაზ მეჭიაურმა ”რესპუბლიკური პარტიის” წევრის, ლევან ბერძენიშვილის მისამართით გააკეთა.
”ჯერ ერთი, ვინ ეკითხება ლევან ბერძენიშვილს, ან მეორეს, სად წავალ და ვის გარიცხავენ ან ვის არა. არავის თითის დასაქნევი არ მაქვს, შიგნით იქნება თუ გარეთ. ამას ცალსახად მინდა ხაზი გავუსვა. მეორე, ამით ისინი აკეთებენ იმის ილუსტრირებას, რომ თავის დროზე ”ქართულ ოცნებას” ისინი იყენებდნენ, როგორც სატელიტ პარტიას და მაქსიმალურად ჩაიგდეს სადავეები ხელში. ფაქტობრივად, შანტაჟის გზით ბევრი გადაწყვეტილება მიაღებინეს ისეთი, რომელმაც მთლიანობაში ქვეყანაც დააზარალა და ”ქართული ოცნებაც".
თუ სადმე ”ქართულ ოცნებას” რეიტინგის კლება აქვს, ეს მათი დიდი ”დამსახურებაა”. ადრე ამ პარტიაზე თქვეს, რომ ფითრის როლს ასრულებს - ხეს მოეკიდებიან, ხე ხმება, ის კიდევ მწვანეა. უნდათ კიდევ სადღაც გადაინერგონ, აიძულონ კვირიკაშვილი - ფაქტობრივად, ისინი კარნახობენ. პარტიიდან ჩემი და ჩემნაირების ან ეროვნულ ნიადაგზე უფრო დამოუკიდებელი პიროვნებების ჩამოშორებით ისინი შეეცდებიან ისევ ჩანერგონ ”ქართულ ოცნებაში” ახალი ტროას ცხენები, როგორც ეს გააკეთეს 2012 წლის არჩევნებზე და ამის საშუალებით მოხვდნენ პარლამენტში. ახლა ისინი მოძლიერდნენ, თვლიან, რომ დამოუკიდებლად შეაღწევენ პარლამენტში - თუ დაემატებათ კიდევ ”ქართულ ოცნებაში” შესული მათი სატელიტი ჯგუფი, ისინი უკვე ამ პარტიას ჩაიბამენ ”ბუქსირზე” და ათამაშებენ ისე, უკვე დიდი გამოცდილებით, როგორც ათამაშებდნენ აქამდე,’’ - აღნიშნა მეჭიაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.