ირინა იმერლიშვილსა და ეკა ბესელიას შორის კომიტეტის სხდომაზე შეკამათება მოხდა
10-05-2016, 06:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიასა და უშიშროების საბჭოს მდივანს, ირინა იმერლიშვილს შორის შეკამათება მოხდა.

 

 

კომიტეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს.

 


კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს ირინა იმერლიშვილი, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა, თუ რატომ არ გაიგზავნა აღნიშნული პროექტი ვენეციის კომისიაში.

იმერლიშვილის შეფასებით, ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც პარლამენტი ვენეციის კომისიაში არგაგზავნილი პროექტის მიღებას აპირებს.

 


„რიგით კანონზე არ ვლაპარაკობ და ეს საკონსტიტუციო სასამართლოს ეხება. ვინაიდან ევროსაბჭოს წევრები ვართ, ასეთი კანონი ვენეციის კომისიაში აუცილებლად უნდა გაიგზავნოს და პარლამენტმა მხოლოდ მათი დასკვნის შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა პოსტფაქტუმ, რაც სამწუხაროდ, „საარჩევნო კოდექსის“ შემთხვევაში მოხდა“, - განაცხადა იმერლიშვილმა.

 

 

იმერლიშვილს გამოსვლა ბესელიამ შეაწყვეტინა და განმარტა, რომ ვენეციის კომისიაში პროექტის პირვანდელი ვერსიის გაგზავნას აზრი არ ჰქონდა. ბესელიას თქმით, პროექტი ახლა გადამუშავებულია.

 

 

„ვენეციის კომისიაში პროექტის გაგზავნას არანაირი აზრი არ ჰქონდა, რადგან პირველი ვერსია რაც იყო, პრინციპების დონეზე შეცვლილია. ვენეციის კომისიამ იმ დოკუმენტზე უნდა იმუშაოს, რომელიც პრინციპების დონეზე მხარდაჭერილია, თორემ აღმოჩნდებოდა, რომ კიდევ სხვა დოკუმენტი უნდა გაგვეგზავნა“, - განაცხადა ბესელიამ.

 

 

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების საკითხს ეხება. თავდაპირველად, პროექტით იხილებოდა ინიციატივა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლას საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ ითვალისწინებდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი