კონსტიტუციური უსფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ლევან ქარდავა სამართალდამცავ უწყებებს ზეწოლაში ადანაშაულებს
10-05-2016, 07:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კონსტიტუციური უსფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ლევან ქარდავა სამართალდამცავ უწყებებს ზეწოლაში ადანაშაულებს.

 

 

როგორც ქარდავამ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ე.წ უკანონო ფარული მოსმენების საქმეზე, რომელიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრების მოსმენას ეხებოდა, გამოძიებამ მისგან აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მიიღო. ქარდავამ კონკრეტულად გაიხსენა ის ვითარება რა ვითარებაშიც მისი დაკავება და აღიარებითი ჩვენების მიცემა მოხდა.

 

 

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ზეწოლაში შს მინისტრის ყოფილ მოადგილეებს გელა ხვედელიძეს და ალეკო ტაბატაძეს, ასევე იმჟამინდელი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის ერთ-ერთ მოადგილეს დავით მჭედლიშვილს და ასევე პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსს, მიქაბერიძეს ადანაშაულებს.

 

 

„2012 წლის 14 ნოემბერს დამიკავშირდა გელა ხვედელიძე, რომელსაც მე ჩემი უწყების საქმეები გადავაბარე და დამიბარა შს სამინისტროში, მითხრა, რომ რაღაცები იყო გასარკვევი. როდესაც შსს-ში მივედი, შემიყვანა კაბინეტში, სადაც დამხვდა 40 კაცი, ასევე იქ იმყოფდებოდა შს მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე ალეკო ტაბატაძე. მე ვკითხე თუ რაში იყო საქმე და დაკავებული ვიყავი თუ არა. მითხრეს, რომ გენერალურ ინსპექციაში უნდა წავსულიყავით, რადგან იქ იყო გასარკვევი რაღაცები. როდესაც გენერალურ ინსპექციაში მივედით, რამდენიმე საათი მალოდინეს, არ მეუბნებოდნენ რაში იყო საქმე, ბოლოს კი ერთ-ერთ კაბინეტში შემოვიდა გელა ხვდელიძე, მითხრა, რომ დაკავებული ვარ და თქვა: „ხომ იცი ვინც გვჭირდება და მოგვეცი მათზე ჩვენებები“. ამის შემდეგ მე ვუთხარი, რომ თუ რამე კონკრეტული საქმე ჰქონდათ აღძრული, დავეკითხე. საღამო ხანს უკვე გადამიყვანეს მთავარ პროკურატურაში, სადაც რამდენიმე გამომძიებელმა დამკითხა და მივეცი იდენტური ჩვენებები. ბოლოს დაკითხვის ოთახში შემოვიდნენ მაშინდელი მთავარი პროკურორის მოადგილე დავით მჭედლიშვილი და საგამოძიებო ნაწილის უფროსი მიქაბერიძე. შემოიტანეს თაბახზე ჩამოწერილი სია და მჭედლიშვილმა მითხრა მიმეცა მათ წინააღმდეგ ჩვენებები. ჩემზე ხორცილედებოდა ზეწოლა, რათა მიეღოთ ჩვენებები, ბოლოს ვერ გავუძელი. ვუთხარი, რომ შეედგინათ მათთვის სასურველი ჩვენება და ხელს მოვუწერდი. საბოლოოდ ეს ასეც მოხდა“, - განაცხადა ლევან ქარდავამ.

 

 

პროკურორ ლევან ადეიშვილის კითხვაზე, თუ რატომ არ განაცხადა ზეწოლაზე აქამდე, ბრალდებულმა განაცხადა, რომ მისი გადასაწყვეტი იყო როდის ისაუბრებდა აღნიშნულ ზეწოლაზე და მისი სტრატეგია იყო, რომ ამ ფატქზე სასამართლოში დაკითხვისას ესაუბრა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი