საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყოველწლიურად საშუალოდ 550-დან 600-მდე ადამიანი იღუპება
10-05-2016, 07:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყოველწლიურად საშუალოდ 550-დან 600-მდე ადამიანი იღუპება, - ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს დღეს შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა მიაწოდა.

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში 3 700 000 მოქალაქეზე დაახლოებით 1 200 000 ავტომობილია რეგისტრირებული.

 

სიკვდილიანობის შემთხვევები ყოველწიურად დაახლოებით 550-დან 600-მდე ადამიანს შეადგენს. შალვა ხუციშვილის განცხადებით, ეს ერთ-ერთი ცუდი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპაში. მინისტრის მოადგილემ საუბრისას ასევე განაცხადა, რომ სამინისტრო აქტიურად არის ჩართული საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რადგან ეს არის სამინისტროს ერთ-ერთი პასუხისმგებლობის სფერო. შალვა ხუციშვილის თქმით, საკმაოდ დიდი კამპანიაა დაწყებული „შენი გულისათვის, შენი უსაფრთხოებისათვის“. მათ შორის სამინისტროს მიერ საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონპორექტების ინიცირებაც მოხდა.

 

„ვახორციელებთ რამდენიმე პროექტს. ერთ-ერთი არის სკოლებში განათლების კომპონენტის გაძლიერება ბავშვებისათვის. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, მეხანძრეებსა და 112-ის წარმომადგენლებს გასვლითი ლექციები ექნებათ სკოლებში“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 

მისივე თქმით, წელს ეს პროექტი საპილოტე რეჟიმში 30-მდე სკოლაში განხორციელდება, შემდეგ კი მთელ საქართველოში მოხდება მისი განვრცობა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი