კუდ-ის ყოფილმა უფროსმა, ლევან ქარდავამ ჩვენება შეცვალა და წარდგენილ ბრალდებას აღარ აღიარებს.
ქარდავამ პროცესზე დაკითხვისას სასამართლოს ახალი ჩვენება მისცა და შესაბამისად, უარყო მისი მხრიდან უკანონო ქმედებების ჩადენა. კერძოდ, როგორც კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, 2012 წელს, დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელთა თათბირზე იყო ნათქვამი, რომ არსებობს ინფორმაცია კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდებოდა ბიძინა ივანიშვილს. მისი თქმით, დეპარტამენტებს და სამმართველოებს დაევალათ ინფორმაციების შეგროვება, ხოლო რამდენიმე დღეში მათ მიიღეს ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრების მოსმენის კანონიერი ბრძანება.
„როდესაც კაბინეტში ვიყავი, შემოვიდა ჩემი მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი და მითხრა, რომ ბესიკ სურმავა არის მისი ნათესავი და შეუძლია კონტაქტის დამყარება. მეორე დღეს ბოჭორიშვილმა მითხრა, რომ სურმავასთან ოპერატიული კონტაქტი დამყარებულია. ის არ იყო ჩვენი აგენტი, არამედ იყო პირადი კონტაქტი და კონტაქტის დამყარება უკანონობა არ არის“, - განაცხადა ლევან ქარდავამ.
როგორც კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი განმარტავს, მას სურმავასთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონდა და შესაბამისად, უცნობია, რა ინფორმაციას აწვდიდა და აწვდიდა ის თუ არა საერთოდ ინფორმაციას ბოჭორიშვილს.
რაც შეეხება შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, ქარდავას განმარტებით, როდესაც კუდ-ის ხელმძღვანელად დაინიშნა, ბოჭორიშვილი გახდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი და შესაბამისად, ”აღნიშნული პირადი კონტაქტი, ბესო სურმავას სახით, მას გადაყვა”.
„სურმავას რამდენჯერმე აქვს თანხა აღებული იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც კანონი ამის საშუალებას გვაძლევდა, თუმცა ჩვენთვის უცნობია, გადაეცა თუ არა მას 150 000 ევრო, რადგან ის იყო ბოჭორიშვილის პირადი კონტაქტი და სოდ-ში გადასვლის შემდეგ მას გადაყვა“, - განაცხადა ქარდავამ.
რაც შეეხება ბესიკ სურმავას მიერ სასამართლოზე მიცემულ ჩვენებას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟთან დაკავშირებით, ლევან ქარდავას განცხადებით, მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.