ზვიად კვაჭანტირაძე დღეს მიმდინარე პროცესებს წინასაარჩევნო მარათონად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ტელეკამერებისა და ჟურნალისტების წინაშე ეს პროცესები გამოუცხადებელი წინასაარჩევნო მარათონის ნაწილია.
ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ცდილობს, ადგილი დაიმკვიდროს იქ, სადაც საკუთარი აზრებისა და მსოფლმხედველობისთვის შეიძლება უფრო ნოყიერი ნიადაგი არსებობდეს, - ამ კონტექსტში განიხილავს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე თანაფრაქციელის, თამაზ მეჭიაურის განცხადებებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.
”ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ცდილობს ადგილი დაიმკვიდროს იქ, სადაც საკუთარი აზრებისა და მსოფლმხედველობისთვის უფრო ნოყიერი ნიადაგი შეიძლება არსებობდეს. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას“ - “ქართული ოცნების“ კურსი არის ურყევი. მოდის ყრილობა და იქაც ძალიან ხმამაღლა მოხდება ამის დეკლარირება. რამდენადაც პატივს არ უნდა ვცემდეთ ადამიანის და პარლამენტის წევრის გამოხატვის უფლებას, არ შეიძლება ერთი პარლამენტარის აზრზე ააგო დამოკიდებულება და შეფასებები კონკრეტული მმართველი ძალის მიმართ. თამაზ მეჭიაური სწორ განცხადებებს არ აკეთებს, მაგრამ თუ ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ ავიღებთ დიდ ჯოხს და ამის გამო ცემას დავუწყებთ მეჭიაურს, ასე არ მოხდება. პარტიას აქვს თავისი რეგლამენტი და ამ რეგლამენტისა და პარტიის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილებები, როცა ამის დროს დადგება“, - გაბაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.