პატრიარქი შევარდნაძეზე: მეტად რთული და წინააღმდეგობებით სავსე დიდი გზა განვლო
13-07-2014, 06:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეტად რთული და წინააღმდეგობებით სავსე დიდი გზა განვლო. სოფელში დაბადებული ადამიანი ათეული წლები მართავდა საქართველოს, შემდეგ კი მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი გახდა, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის , უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სიტყვაში, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში, ედუარდ შევარდნაძის სამოქალაქო პანაშვიდზე, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ წაიკითხა. უწმინდესი ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მართლმადიდიბელი ეკლესიის და პირადად მისი სახელით მწუხარებას გამოთქვამს.

 


"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ მწუხარებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი გიორგი-ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო და იმის გამოც, რომ ვერ ვესწრები მის დაკრძალვას. მეტად რთული და წინააღმდეგობებით სავსე დიდი გზა განვლო. სოფელში დაბადებული ადამიანი ათეული წლები მართავდა საქართველოს, შემდეგ კი მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი გახდა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაში, გერმანიის გაერთიანებაში, კომუნისტური რეჟიმის შეცვლასა და საერთო მსოფლიო ახალი რეალობის ჩამოყალიბებაში", - ნათქვამია პატრიარქის სიტყვაში.

 


ილია მეორე აღნიშნავს იმ ცვლილებას, რომელიც ედუარდ შევარდნაძის შინაგან სამყაროში მოგვიანებით მოხდა.  

 


"მისი მოღვაწეობის შესახებ ამ დღეებში მრავალი ითქმის. მე მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ცვლილებაზე, რომელიც შედვარდნაძის შინაგანმა სამყარომ განიცადა. პიროვნება, რომელიც ერთგული იყო ათეისტური აზროვნებისა, მოინათლა. მაგრამ, სულიერი ცვლილება უფრო გვიან მოხდა. მადლობა ღმერთს, რომ იგი ამ ქვეყნიდან მონათლული, მაზიარებელ ქრისტიანად წავიდა. აღვავლენთ ლოცვებს გიორგი-ედუარდის უკვდავი სულისთვის და შევთხოვთ უფალს სავანეთა მართალსათა დააწესოს იგი", - ნათქვამია პატრიარქის სიტყვაში.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი