თსუ-ში აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები მიმდინარეობს. უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს 14 წევრის ასარჩევად არჩევნები 10:00 საათიდან დაიწყო. შვიდ ფაკულტეტზე გახსნილია შვიდი საარჩევნო უბანი.
როგორც ჟურნალისტებს თსუ-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი დვალიძემ განუცხადა, თითოეულ ფაკულტეტს შეიძლება რამდენიმე კანდიდატი ჰყავდეს , მაგრამ მათგან აკადემიურ საბჭოში ორი წევრი უნდა აირჩიონ.
„შვიდი ქვემოკომისია შემაჯამებელ აქტებს არჩევნების დასრულების შემდეგ გადმოგვცემს და საბოლოო აქტს თსუ-ს ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოსცემს. საბოლოო შედეგი დღესვე გამოცხადდება და არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები დღესვე დასახელდებიან“, - განაცხადა ირაკლი დვალიძემ.
საარჩევნო პროცესი 17:00 საათისათვის დასრულდება და ამის შემდეგ კომისია ხმების დათვლას დაიწყებს.
თსუ-ში აკადემიურ საბჭოს არჩევნებში 33 კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრაში 791 ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას, საიდანაც 726 აკადემიური პერსონალია, 65 - სტუდენტი. არჩევნებში მონაწილეობაზე რეგისტრაცია 35-მა კანდიდატმა გაიარა. მათგან ერთი კანდიდატი წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხარვეზის გამო მოიხსნა, ერთმა კანდიდატმა კი თავად გააუქმა განაცხადი.
11 მაისს არჩევნების ჩატარების შესახებ შესაბამისი ბრძანება თსუ-ს ყოფილმა რექტორმა ვლადიმერ პაპავამ 20 აპრილს გამოსცა. არსებულ აკადემიურ საბჭოს წევრებს უფლებამოსილება 16 მაისიდან შეუწყდებათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.