ისტორიას არ უყვარს დამარცხებულები, თუმცა ედუარდ შევარდნაძე მაშინაც კი როდესაც მარცხდებოდა, გამარჯვებული იყო – ამის შესახებ პაატა შევარდნაძემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ გაგებით ქვეყნის პრეზიდენტობიდან გადადგომა, ედუარდ შევარდნაძის ცხოვრების ყველაზე დიდი გამარჯვება იყო.
"ქვეყნების ისტორიას გმირები ქმნიან, მსოფლიო ისტორიას მომავლის მჭვრეტელი პიროვნებები. ედუარდ შევარდნაძე ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ერთიც იყო და მეორეც. ასე იყო, როცა ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და მსოფლიო პროცესების მართვის სათავეებთან იდგა და ასე იყო მაშინ, როცა საქართველოში დაბრუნდა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ახალ, დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს ამკვიდრებდა", – აღნიშნა პაატა შევარდნაძემ.
პაატა შევარდნაძის თქმით, ედუარდ შევარდნაძის ყველაზე დიდი ტკივილი სიცოცხლის ბოლო წუთამდე აფხაზეთი და სამაჩაბლო იყო.
"მისი ოცნება კი გამთლიანებული საქართველო იყო და როდესაც საქართველოს გამთლიანდება და ის აუცილებლად გამთლიანდება, მაშინ ის იმქვეყნიდან გვეტყვის - მისია შესრულებულია, ცხოვრება შედგა. ედუარდ შევარდნაძე დაიბადა, ცხოვრობდა, იღწვოდა საქართველოსთვის, მოღვაწეობდა მთელი მსოფლიოსთვის. მშვიდობით!" – აღნიშნა პაატა შევარდნაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.