სახალხო დამცველი N7 პენიტენციური დაწესებულების გაუქმებას კვლავ ითხოვს, - ნათქვამია სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში.
ანგარიშში წერია, რომ სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა რეკომენდაციით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს დაწესებულებაში არსებული მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებიდან გამომდინარე გაეუქმებინა N7 დაწესებულება.
”სამინისტროდან მიღებული პასუხის თანახმად, სამინისტრო ამ ეტაპზე ვერ იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების სრული ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება დაწესებულებაში განთავსებულ პატიმართა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება და მსჯავრდებულების შესაბამისი რისკის დაწესებულებებში გადანაწილება, ასევე იგეგმება N7 დაწესებულების სრულყოფილი რეაბილიტაცია და დაწესებულების პირველი სართულის სრული გაუქმება, ამასთან დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტის მნიშვნელოვნად შემცირება. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის თებერვალში N7 დაწესებულებიდან უკვე განხორციელდა N6 დაწესებულებაში 19 მსჯავრდებულის გადაყვანა.
დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურისა და მისი თავდაპირველი დანიშნულების (აშენდა როგორც საგამოძიებო იზოლატორი) გათვალისწინებით, სახალხო დამცველისთვის ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ მოხდება დაწესებულების რეაბილიტაცია იმგვარად, რომ დაწესებულების ინფრასტრუქტურა შეესაბამოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ დადგენილ სტანდარტებს. ასე, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია N7 დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება”, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.