თანახმა ვართ შემოღებული იქნას ნებისმიერი კრიტერიუმი, თუმცა, ამ კრიტერიუმების მიხედვით რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საბჭო, ყველასთვის მისაღები უნდა იყოს, - აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე.
"თუ იმას ფიქრობენ, რომ შემოიღებენ სპეციალურ კანონებს, რომლითაც ამა თუ იმ მოსამართლეზე იტყვიან რომ ღირსი არ არის დარჩეს სასამართლო სისტემაში, არის მიუღებელი. მორალური შეფასება - ვინ მორალურია და ვინ ამორალური, არასწორად მიმაჩნია. ლევან მურუსიძე უსასრულოდ ვერ იქნება საბჭოს მდივანი, ერთ წელში გამდის ვადა. როდესაც ვსაუბრობთ, საკანონმდებლო ცვლილებებზე, უნდა ვისაუბროთ იმაზეც სისტემას რაც გამოადგება და არ უნდა იყოს საუბარი კონკრეტულ ადამიანებზე. საბოლოო ჯამში, რა კანონსაც მიიღებს პარლამენტი, იმ კანონით იმოქმედებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. დანიშნავენ ინსპექტორს, დანიშნონ. ჩვენი პოზიციაა, რომ არ უნდა იყოს ინსპექტორი. მოსამართლეთა შერჩევის კუთხით ვმოქმედებთ იმ კანონით, რა კანონიც არსებობს. კანონის თანახმად თუ ვიმოქმდებეთ, ე.ი ვმოქმედებთ სწორად“, - განაცხადა მურუსიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.