გიორგი ცაგარეიშვილი - ირაკლი კობახიძესა და მის მეგობრებს ”ისტორიის სანაგვეზე გავისტუმრებთ“
11-05-2016, 03:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

გიორგი ცაგარეიშვილი ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ”თავისუფალ დემოკრატებსა” და პაატა ბურჭულაძეს ”ნაციონალების” სატელიტებად მიიჩნევს.

 

პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძისა და მისი მეგობრების ”ისტორიის სანაგვეზე გასტუმრების” პირობას დებს.

 

გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, საზოგადოება მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნისგან ბევრად უფრო სერიოზულ განცხადებებს უნდა ისმენდეს.

”კაცს, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობაში 12 გავარვარებული ”ნაციონალი” ჰყავს და ამაზე სინდისის ქენჯნა არასდროს არ ჰქონია, ჩემსკენ და ჩემი თანაპარტიელებისკენ იშვერდეს ხელს და გვადანაშაულებდეს სააკაშვილის სატელოტობაში, ფრიად არასერიოზული განცხადებაა. საერთოდ, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნისგან ბევრად უფრო სერიოზულ განცხადებებს უნდა ისმენდეს საზოგადოება. ბოლოს და ბოლოს, ახალგაზრდა კაცია და მე ნამდვილად მენანება იმისთვის, რომ ამგვარად არასერიოზულად წარმოჩნდეს საზოგადოების წინაშე. კობახიძე ჯერ კიდევ მგონი სკოლაში სწავლობდა, მე რომ სააკაშვილის სატელიტობას მაბრალებდნენ. სააკაშვილი ოდესაში გავისტუმრე და გარწმუნებთ, კობახიძეს და მის მეგობრებსაც გავისტუმრებ ძალიან მალე არა ოდესაში, არამედ ისტორიის სანაგვეზე. ამას აუცილებლად გპირდებით, აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნებში. ერთადერთი, ვისაც მეგობრობის ხელს გავუწვდით, ჩვენი საზოგადოება და ქართველი ხალხი იქნება”, - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.

 

პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ”თავისუფალ დემოკრატებსა” და პაატა ბურჭულაძეს ”ნაციონალების” სატელიტებად მიიჩნევს. შესაბამის შეფასებას კობახიძე გაზეთ ”ვერსიასთან” ინტერვიუში აკეთებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი