დღეს ჩვენ ვეთხოვებით თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ თვალსაჩინო პოლიტიკოსს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ექსპრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სამგლოვიარო ცერემონიაზე სამების საკათედრო ტაძარში.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ედუარდ შევარდნაძის დამსახურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი იყო მე-20 საუკუნის მსოფლიო პოლიტიკოსთა იმ თაობის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ცივი ომის დასრულების, ბერლინის კედლის დანგრევისა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების საქმეში.
ირაკლი ღარიბაშვილმა სამგლოვიარო ცერემონიაზე დამსწრე მაღალი რანგის სტუმრებს საქართველოში ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა.
"ამ დღეებში ძალიან ბევრი ადამიანი იხსენებს ედუარდ შევარდნაძეს, მის როლს როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში. მოგონებები და შეფასებები, რა თქმა უნდა, მრავალმხრივია, რადგან ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური მოღვაწეობა დრამატულ და უდიდესი სირთულეებით აღსავსე ეპოქას უკავშირდება. ახლა, როცა საქართველომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა ევროპასთან დაახლოების კუთხით, არ შეიძლება არ გვახსოვდეს ედუარდ შევარდნაძის უდიდესი როლი ამ საქმეში. წლების წინ სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ამ პროცესს, სწორედ ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის პროდასავლური პოლიტიკური კურსის ფორმირება და ინსტიტუციონალიზაცია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი; მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში; უმნიშვნელოვანესი პროექტები - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ერზერუმი; სტამბულის ეუთოს 1999 წლის სამიტი - ისტორიული შეთანხმება რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის თაობაზე, "წრთვნისა და აღჭურვის" პროგრამა; ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება ნატოს პრაღის 2002 წლის ნოემბრის სამიტზე ოფიციალურად გაცხადებული სურვილი გაწევრიანების თაობაზე.
"ედუარდ შევარდნაძემ გადადგა ის ნაბიჯები, რომლებითაც საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების შესაძლებლობები გაუჩნდა", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ედუარდ შევარდნაძის სახელი დიდხანს დარჩება მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსთა შორის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამგლოვიარო ცერემონიას მეუღლესთან ერთად დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.