პრეზიდენტის განცხადებას ”რესპუბლიკელებთან“ დაკავშირებით უაღრესად არაკორექტულს ვუწოდებ, - ასე გამოეხმაურა რეპუბლიკელების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი გიორგი მარგველაშვილის განცხადებას.
"პრეზიდენტის ინსტიტუტს იცავდა ”რესპუბლიკური პარტია“. თუ ვინმე გვერდით იდგა პრეზიდენტთან და ცდილობდა, რომ იგი არ გარიყულიყო ქართული პოლიტიკიდან, იყო დავით უსუფაშვილი. მისი განცხადებები იყო უბრალოდ ადამიანურად არასწორი, მაგრამ ასეთი თქვა და რა ვქნათ. ეს მის ნამუსზე იყოს“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა ”ქართული ოცნების” წევრ თამაზ მეჭიაურსა და ”რესპუბლიკურ პარტიას” შორის არსებულ დაპირისპირებაზე დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ ის ნაკლებად აფასებს ამ პროცესებს და ამ დინამიკას.
”ჩემთვის ასეთი სერიოზული განსხვავებები ამ პოლიტიკურ ფიგურებს შორის არ არის იმიტომ, რომ იგივე პოლიტიკური პარტიების და ფრაქციების წარმომადგენლები უნისონში საუბრობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტების თაობაზე, პრეზიდენტის მმართველობის დისკრედიტაციის თაობაზე. საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის როლი მხოლოდ პანაშვიდებზე სიარულია, იმის თაობაზე, რომ თურმე როდესაც პრეზიდენტი მოიწვევს პარლამენტის სხდომას, ტელევიზიით უნდა მოუწოდო დეპუტატებს, ნუ დაუჯერებთ პრეზიდენტს და ნუ მიხვალთ იმ სხდომაზე იმიტომ, რომ დეპუტატი თურმე პარლამენტში არ უნდა მიდიდოდეს პრეზიდენტის დაძახებულზე”, -განაცხადა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.