ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს
11-05-2016, 04:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ფატი ხალვაშმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ ჩაისუბანში წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა.

 

 

როგორც guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ამ ეტაპისთვის წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც სათავენაგებობის მოწყობას ითვალისწინებს.

 


პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინა-ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარები და წყალშემკრები კაპტაჟები, ასევე აშენდება საქლორატორო, სადაც ტექნოლოგიური დანადგარები დამონტაჟდება.

 


წყალსადენი სისტემის მოწყობით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მარიამი ო.ბ. 2006“ აწარმოებს. სამუშაოების დასრულება აგვისტოს თვეში იგეგმება.

 


პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გამგეობა მეორე ეტაპის განხორციელებას გეგმავს, რომელიც წყალსადენი სისტემის ცენტრალური მაგისტრალის, შიდა ქსელის მოწყობას და აბონენტთა გამრიცხველიანებას ითვალისწინებს.

 


ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ შეუზღუდავი წყალმომარაგებით 1000 -მდე ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.

 

 

ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების მიზნით თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 1 095 280 ლარი დაიხარჯება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი