„მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა, პაატა ჯიბლაძემ დღეს კონკურენციის სააგენტოს თავჯდომარის, გიორგი ბარაბაძის სახელზე, საავტომობილო გაზის დისტრიბუტორი კომპანიების წინააღმდეგ კარტერული შეთანხმებების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, წერილი შეიტანა.
„მემარცხენე ალიანსმა“ მიმდინარე წლის აპრილის თვეში საავტომობილო გაზის დისტრიბუტორ კომპანიებს მოუწოდა შეემცირებინათ ფასები საავტომობილო გაზზე მისი რეალური ღირებულებიდან გამომდინარე (1მ3 – 0,95 ლ-მდე), რაც არ იქნა შესრულებული. მიგვაჩნია, რომ ეს კომპანიები კარტერული შეთანხმებებით ხელოვნურად ზრდიან ფასს საავტომობილო გაზზე, რისი მეშვეობითაც ჩვენი მოსახლეობის ჯიბეებიდან უკანონოდ, მილიონობით ლარის ამოღებას ახორციელებენ. ამის თქმის საბაბს გვაძლევს ის გარემოებაც, რომ ეროვნული ვალუტა სტაბილურად მყარდება, ხოლო იმპორტირებული გაზის ღირებულება უცვლელია"- აღნიშნულია პაატა ჯიბლაძის წერილში.
ჯიბლაძე გიორგი ბარაბაძისგან მოითხოვს, რომ გაზის დისტრიბუტორ კომპანიებს შორის კარტერული შეთანხმებების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, კანონით გათვალისწინებული ქმედებები განახორციელოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.