გურჯაანში, 30 წლამდე მამაკაცმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ მისი ავტომანქანის გაჩერების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა პატრულის თანამშრომლები მამაკაცისთვის საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმის გამოწერას გეგმავდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გასროლა პოლიციის მისამართით არ მომხდარა და მამაკაცმა ის ჰაერში განახორციელა.
მომხდარზე გამოძიება ”სისხლის სამართლის კოდექსის” 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფას პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 11-წლამდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.