ლაითურის დაწესებულების მშენებლობის დასრულების შემდეგ N7 დაწესებულება დაიხურება, - ნათქვამია დღეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სამინისტრო მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების რემონტსა და არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ამ ეტაპისათვის აქტიურად მიმდინარეობს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მშენებლობა ე.წ. ლაითურის პროექტი. ლაითურის დაწესებულების მშენებლობის დასრულების შემდეგ N7 დაწესებულებაში განთავსებული პირები გადაყვანილ იქნებიან ლაითურში, ხოლო N7 დაწესებულება დაიხურება“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, რაც შეეხება N7 დაწესებულებაში არსებულ ამჟამინდელ პირობებს, დაწესებულების პირველი სართული გაუქმებულია და მსჯავრდებულები მეორე სართულზე არიან განთავსებულები. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით უახლოეს მომავალში სარემონტო სამუშოების ჩატარებას გეგმავს. სარემონტო სამუშაოების პროექტი უკვე მზად არის.
„N7 დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა ნაწილი უკვე გადაყვანილია სხვა დაწესებულებებში. დღესდღეობით იქ 25 მსჯავრდებული/ბრალდებული რჩება. N7 დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. კერძოდ, ერთ მსჯავრდებულზე 4კვ მ. ფართი, ხოლო ბრალდებულზე - 3 კვ.მ.-ია გათვალისწინებული მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის მომსახურება, რომელიც აღნიშნული რისკის დაწესებულებისთვის არის განსაზღვრული“, - სამინისტროს ნათქვამია განცხადებაში.
2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა N7 პენიტენციური დაწესებულების გაუქმება კვლავ მოითხოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.