ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა, დაახლოებით 100 ადამიანი კი დაშავებულია. მათი დიდი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.
დანაღმული ავტომობილი ბაზართან დილით ადრე ე.წ პიკის საათებში აფეთქდა, რა დროსაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახემწიფომ“ აიღო. აღნიშნული ტერორისტული დაჯგუფება ხშირად ახორციელებს თავდასხმებს ბაღადადის შიიტებით დასახლებულ უბნებში.
აპრილის დასაწყისიდან დღემდე უკვე რამდენიმე მსხვილი აფეთქება განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.