ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული, რევაზ ნადირაძე დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 02:15 საათზე, ქ. ქობულეთში, კაფე-ბარ “ტროპიკანკას“ მიმდებარე ზღვის სანაპიროზე რევაზ ნადირაძეს შელაპარაკება მოუვიდა გიორგი ნინიკურთან, რასაც მათ შორის ჩხუბი მოჰყვა. ჩხუბის დროს რევაზ ნადირაძემ შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით გიორგი ნინიკურს ზურგისა და გულმკერდის არეში 8-ჯერ დაარტყა დანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად გიორგი ნინიკური გარდაიცვალა. სამართალდამცველების მიერ რევაზ ნადირაძე დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
მოსამართლემ რევაზ ნადირაძეს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.