გადავდივართ წინასაარჩევნო პერიოდში, ამიტომ ცვლილებები გამორიცხული არ არის, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
"მინდა მივმართო ყველას, რომ მინისტრთა კაბინეტში ხელმძღვანელია პრემიერ-მინისტრი და მას სრული უფლება აქვს, მინისტრებს ამა თუ იმ განცხადების თაობაზე მიუთითოს. ამ საკითხზე ატეხილი აბსოლუტურად უაზრო ალიაქოთი არის უადგილო და ეს უადგილო განცხადებები არის აზრსმოკლებული. არ გამიკვირდებოდა მსგავსი განცხადებები პოლიტიკური ლიდერებისგან ან პოლიტიკური ოპონენტი პარტიებისგან, მაგრამ მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან მსგავსი განცხადებები არის მიუღებელი და უადგილო. პრემიერი სრულიად აკონტროლებს ამ სიტუაციას”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.