უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ეკა ზღულაძე თანამდებობას ტოვებს. ეს ინფორმაცია საზოგადოებას შს მინისტრმა, არსენ ავაკოვმა
„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდის საშუალებით მიაწოდა. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტმა მისი გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება თავად ზღულაძის თხოვნის საფუძველზე მიიღო.
„ეკა მიდის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან. მინისტრთა კაბინეტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მისი თხოვნის საფუძველზე მიიღო. ეკა თავად გააკეთებს განცხადებას. ჭორები საჭირო არ არის“, - წერს არსენ ავაკოვი.
როგორც უკრაინის შს მინისტრი ამბობს, ზღულაძემ მიიღო მისი წინადადება სამინისტროში რეფორმებზე მომუშვე ჯგუფთან მუშაობის შესახებ, შედეგად იგი მუშაობას სამინისტროში გააგრძელებს და მრჩეველთა სპეციალურ ჯგუფს უხელმძღვანელებს.
ეკა ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს 2014 წლის ბოლოდან იკავებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.