მთავრობის ადმინისტრაცი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. განსახილველად წარდგენილ საკითხებს შორისაა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები, რომელსაც მთავრობის სხდომაზე განათლების მინისტრი წარადგენს. დღის წესრიგით სულ გათვალისწინებულის 34 საკითხის განხილვა. 34-ე საკითხი კი საიდუმლოა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.