გიორგი კვირიკაშვილი: ყველანაირი ვაი-ვიში, რაც არის ატეხილი, არის აბსოლუტურად უადგილო და ემსახურება მხოლოდ საკუთარი თავის დამკვიდრებას
11-05-2016, 06:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდამავალ პერიოდში სხვადასხვა განცხადება, რომლებიც გენერალურ, სტრატეგიულ ხაზს აცილებულია, ჩვეულებრივი მოვლენაა, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თამაზ მეჭიაურის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

 

 

პრემიერის თქმით, ქართულ-ამერიკულ-ბრიტანული სამხედრო სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია და გააჩნია უმნიშვნელოვანესი დატვირთვა, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო შენაერთების თავდაცვისუნარიანობის განვითარებისა და პოლიტიკური თვალსაზრისით.

 

 

”თანამშრომლობას დასავლეთთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ალტერნატივა არ აქვს და ეს არის ყველაზე მთავარი. საქართველოში პოლიტიკური რეალობა შეიცვალა იმ კუთხით, რომ საქართველომ გაიარა მნიშვნელოვანი გარდამავალი პერიოდი. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის ხარისხი მნიშვნელოვნად განმტკიცდა. რა თქმა უნდა, გაუმჯობესდა ეკონომიკური განვითარებაც, თუმცა, რა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარება ფეხდაფეხ ვერ მიჰყვება დემოკრატიზაციის ხარისხს. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს სრულიად განსხვავებული წინასაარჩევნო გარემო. მთავარია, როგორი იქნება საქართველოს განვითარების ვექტორი და ამ კუთხით საქართველოში შეკითხვები არ არსებობს.

 

 

გაიგოს ყველამ, რომ საქართველოს უსაფრთხოება გადის დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე. პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყანას მართავს, მუდმივი ორგანიზმი არ არის, განახლებადია და ამ პროცესში ვიმყოფებით. ყველანაირი ვაი-ვიში, რაც არის ატეხილი, არის აბსოლუტურად უადგილო და ემსახურება მხოლოდ საკუთარი თავის დამკვიდრებას. ამიტომ მე მოვუწოდებდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ აბსოლუტურად უაზრო ვაი-ვიში ატეხა ამ საკითხის გარშემო, შეხედოს ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებს, ქვეყნის საერთაშორისო კურსს და ამ საკითხში არანაირი გადახვევა არ არსებობს - განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი