გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი დაბა სურამში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, გამწვანების აქცია გაიმართა.
ამაღლების ტაძრის მიმდებარე 2 ჰა ტერიტორიაზე 500-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო.
აქციაში მონაწილეობა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო. ნერგების მოვლა-პატრონობაზე ეროვნული სატყეო სააგენტო იზრუნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.