შსს მიერ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით ნარკოტიკის ამოღების ფაქტი ადასტურებს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა მართლაც უპრეცედენტო იყოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"გასული კვირა მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხითაც, რომ ჭიკაიძის უწყებამ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღო. ეს არის 2,8 ტონა თხევადი ჰეროინი. ეს არის უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკი, რაც არ ამოღებულა არა თუ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც. მე მინდა მოგილოცოთ ეს წარმატება. დასაფასებელია ის მუშაობა, რომელსაც თქვენი უწყება ახორციელებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა მართლაც უპრეცედენტო იყოს. გასულ წლებში არასდროს გვინახავს არათუ მსგავსი, არამედ მიახლოებული ოდენობის ნარკოტიკის ამოღების ფაქტი. გასულ წელს ჩვენ 116 კილო ნარკოტიკი ამოვიღეთ, რაც იყო რეკორდი და ახლა ლექსომ ეს რეკორდი მოხსნა. ეს ჩვენს ქვეყანას აძლიერებს და ქვეყნის იმიჯის განმტკიცებას ემსახურება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გასულ კვირას სამართალდამცავებმა 2,8 ტონა თხევადი ჰეროინი ამოიღეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.