"თავისუფალი დემოკრატების" წევრის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის შეცვლა ხელისუფლების ინტერესებში არ შედის.
”საპარლამენტო არჩევნებზე ძველი საარჩევნო სისტემით მივდივარეთ. რომ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის გამოთანაბრების შესახებ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება, არსებული უმრავლესობა საერთოდ არაფერს შეცვლიდა - ისევ იგივე სისტემას დატოვებდა. უბრალოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ გაიძულათ მიგეღოთ გადაწყვეტილება, რომლითაც ისედაც მახინჯი საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო დაამახინჯდა”, - განაცხადა აბაშიძემ პარლამენტის სხდომაზე.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის საკონსტიტუციო წინადადებას განიხილავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.