”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირმა ნადირაშვილი საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობის საკონსტიტუციო წინადადებას ”არაკვალიფიციურად მომზადებულს” უწოდებს.
"თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ბოლო წუთამდე მიგეყვანათ საქმე და პარლამენტს არ ჰქონოდა საშუალება ხანგრძლივი პერიოდით ემსჯელა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ამ სამი წლის განმავლობაში მე მოვისმინე არაერთი არასერიოზული მსჯელობა, მაგალითად, მეხრეების კანონზე, რა ხმაზე უნდა იყოს დაყენებული, რომ ადამიანები არ შეწუხდნენ, ასევე 5 წლის ბავშვები დატოვეთ სკოლის გარეთ. თქვენი ერთადერთი მიზანი არის შეინარჩუნოთ მაჟორიტარები რეგიონებში, რადგან თქვენი რეიტინგები მიდის ქვემოთ და იცით, რომ არჩევნებს ვერ მოიგებთ. თქვენ ახლა კი აცხადებთ, რომ 2020 წლიდან გინდათ სისტემის შეცვლა, მაგრამ არც მაშინ გენდომებათ სისტემის შეცვლა. თუმცა საბედნიეროდ, 2016 წლის შემდეგ ამაზე არავინ შეგეკითხებათ”,- განაცხადა ნადირაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.