მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში ღამისა და საღამოს საათებში, ყოველდღიური წვიმა მდინარეებში წყლის დონის მკვეთრად მომატებას ან სხვა საშიშ მოვლენებს არ გამოიწვევს.
სეტყვა შესაძლებელია დაფიქსირდეს კახეთის რეგიონში, ასევე ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში. დასავლეთ საქართველოში კი სეტყვის შემთხვევები ნაკლებად არის მოსალოდნელი, ზოგიერთ რაიონში იქნება ხანმოკლე მცირე წვიმა. 14-15 მაისს სინოპტიკოსები საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ. კერძოდ, 24-29 გრადუსამდე.
ჰაერის ტემპერატურა უახლოეს სამი დღის განმავლობაში მთასა მაღალმთიან რაიონებშიც მოიმატებს და დღისით 17-22; 18-23; 18-24 გრადუსი იქნება. თბილისში კი ხვალ დღისით ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსი იქნება, იგივე ტემპერატურაა მოსალოდნელი 13 მაისსაც. 14 მაისს კი დღისით 28 გრადუსი დაფიქსირდება. საღამოს საათებში კი წვიმა და ეჭექია მოსალოდნელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.