EBRD-იმ საქართველოს 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,6 %-დან 3.4%-მდე გაუზარდა
12-05-2016, 02:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

EBRD-იმ საქართველოს 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.4%-მდე გაუზარდა, მაშინ როდესაც 2015 წელს ნოემბერში გაკეთებული პროგნოზით, ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკი ვარაუდობდა, რომ 2016 წლის ეკონომიკური ზრდა საქართველოსთვის 2.6% იქნებოდა.

 

„მაშინ როდესაც გარემო პირობები კვლავ გამოწვევად რჩება, მათ შორის ფულადი გადმორიცხვები და ასევე ექსპორტი, რომელზეც ნეგატიურად აისახა რუსეთში მიმდინარე რეცესია და რეგიონულ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მკვეთრი დაღმასვლა, ქვეყანა კარგი ტურისტული სეზონისგან სარგებელს ელოდება“, - წერია EBRD-ის ეკონომიკურ პროგნოზში.

 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ეროვნული ვალუტის და ცენტრალური ბანკის მიმართ ნდობა კვლავ იზრდება.

 

„ამ ფაქტორს, როგორც მოსალოდნელია, შეუძლია ეკონომიკაში დოლარიზაციის პროცესის შემცირება, რომელიც ამ დროისთვის 68%-ს შეადგენს დეპოზიტის, ხოლო 66%-ის სესხის კუთხით. მას შემდეგ რაც 2015 წელს ლარი 21%-ით გაუფასურდა, მოსალოდნელია არსებული დეფიციტის დასტაბილურება და 2016 წლის განმავლობაში დოლარიზაციის ეტაპობრივად შესუსტება. ეს შეამცირებს ლარზე ზეწოლას 2017 წელს“, - წერია დოკუმენტში.

 

მასში ასევე აღნიშნულია, რომ 2017 წელს, როგორც მოსალოდნელია, ეკონომიკური ზრდა 3,9%-მდე გაიზრდება, რასაც ხელს შეუწყობს „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“ (DCFTA) მოქმედება.

 

EBRD-ის ეკონომიკური პროგნოზის დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში, ასევე სომხეთსა და უკრაინაში მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა დადებითად იმოქმედებს აზერბაიჯანსა და ბელორუსზეც.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი