სახელმწიფო აუდიტის სამსახური პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობას - „სახელმწიფო ხალხისთვის“ მოუწოდებს, პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურს მიმართოს და ანგარიშების გამჭვირვალობის პრინციპის დაცვის მიზნით შესაბამისი რეგისტრაცია გაიაროს.
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, - პარტიაზე „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დღეს ღიად დააფიქსირა, უკვე პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი შეზღუდვები უნდა გავრცელდეს.
”შეზღუდვები გულისხმობს ფინანსური ანგარიშების გამჭვირვალობის სტანდარტის დაცვას. კერძოდ, კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენი სამსახურისთვის ყოველ 3 კვირაში ერთხელ უნდა მოხდეს წარმოდგენა ფინანსური ანგარიშების. დეკლარაცია უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, როგორც ხარჯების, ისე შემოსავლების შესახებ, მათ შორის შემოწირულების ჩათვლით, რათა გამჭვირვალე გახდეს დაფინანსების წყაროები. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ პაატა ბურჭულაძის პარტიას, მოგვმართოს აუდიტის სამსახურში და გაიროს შესაბამისი რეგისტრაცია”, - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.
პაატა ბურჭულაძემ დღეს დაადასტურა, რომ პოლიტიკაში მიდის. მისი პოლიტიკური მოძრაობის სახელწოდება იქნება - „სახელმწიფო ხალხისთვის.“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.