ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ყველა პროცედურა ისე მიმდინარეობს, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრი ევროკავშირის საბჭოში გუშინ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე გამართულ მსჯელობას და ზოგადად, ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას გამოეხმაურა.
”პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ პროცესი მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. იდგმება ყველა ის ნაბიჯი, რომელიც დაგეგმილი იყო და რომელიც ამ გადაწყვეტილების დროულად მიღებას უწყობს ხელს.
გუშინ გაიმართა ევროკავშირის საბჭოში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე შეხვედრა. ეს იყო კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ე.წ. ვიზა ჯგუფის ფარგლებში. ეს არის დახურული შეხვედრა, რომლის გადაწყვეტილებები რა თქმა უნდა, ღია არ არის. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, საბჭოსთან იმისათვის, რომ ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება, გაგრძელდეს და ყველა პროცედურა, რომელიც დღეს მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, არ შეფერხდეს და გადაწყვეტილება დროულად იქნას მიღებული”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ევროკავშირის საბჭოში გუშინ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე იმსჯელეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.