საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების გამო და ისრაელის მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა ასევე მწუხარებას გამოთქვამს ღაზას სექტორში დაპირისპირების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.
"ამასთანავე, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი გარეშე საფრთხისგან და მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი ქვეყანა, მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება.
იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული კონფლიქტის შემდგომი გაღრმავება და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია.
საქართველოს მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს ხანში შეწყდება ცეცხლი და დაპირისპირებულ მხარეებს შორის განახლდება სამშვიდობო მოლაპარაკებები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ვითარების სტაბილიზაციას", -აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.