გიორგი კვირიკაშვილი - ოფშორული ანგარიშები ხშირად გამოიყენება როგორც ნარკოტიკების, ისე იარაღით უკანონო ვაჭრობისთვის
12-05-2016, 08:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოფშორული ანგარიშები ხშირად გამოიყენება როგორც ნარკოტიკების, ისე იარაღით უკანონო ვაჭრობისთვის და უკანონო გზებით მიღებული ფულის აკუმულაციისათვის, რაც შემდგომში გამოიყენება ტერორისტული აქტივობისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდ ბრიტანეთში განაცხადა, სადაც ანტიკორუფციულ სამიტზე დასასწრებად მსოფლიო ლიდერებთან ერთად იმყოფება.

 

კვირიკაშვილის თქმით, ანტიკორუფციული სამიტის ფარგლებში განიხილება საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა, რათა მიღწეული იქნას მსოფლიოში სამი ძირითადი პრინციპი, ესენია - გამჭვირვალობა, ანტიკორუფციული საერთაშორისო კანონმდებლობის აღრსულება, ახალი ინიციატივები ამ კუთხით და კულტურული ცვლილება იმ ქვეყნებში, სადაც კორუფციის საკმაოდ ძლიერი კულტურაა.

 

”ჩვენ გვექნება საშუალება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას გავაცნოთ საქართველოს პრაქტიკა ამ მიმართულებით, ჩვენი მიღწევები, უკანასკნელი შეფასებები საქართველოს მიერ კორუფციის დაძლევის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო მასშტაბით ამ მაღალი გამჭვირვალობის სტანდარტების დამკვიდრების კუთხით საქართველო წარმოვაჩინოთ, როგორც რეგიონში მოწინავე ქვეყანა.

 

ეს სამიტი მნიშვნელოვანია, რათა საქართველოში მოვიზიდოთ მეტი ინვესტიციები, დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი განმტკიცდეს საერთაშორისო პლატფორმაზე. ეს მნიშვნელოვანია. ოფშორული ანგარიშები ხშირად გამოიყენება, როგორც ნარკოტიკების, იარაღით უკანონო ვაჭრობის, უკანონო გზებით მიღებული ფულის აკუმულაციისათვის, რაც შემდგომში გამოიყენება ტერორისტული აქტივობისთვის. ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და საერთაშორისო თამეგობრობის ძალისხმევის გარეშე შეუძლებელი იქნება ერთიანი სტანდარტის მიღწევა”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

მისივე თქმით, დევიდ კემერონის ინიციატივა, რომ ჩაეტარებინა პირველი ასეთი სახის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია. კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ სამიტს კონკრეტული შედეგიანი ექნება.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ განცხადებაზე იმუშავა და სამიტზე იქნება წარდგენილი.

 

”კარგი იქნება თუ უფრო მაღალი სტანდარტები დამკვიდრდება მთლიანად საერთაშორისო მასშტაბით”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი