საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებელ რეჟიმში იღებს, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არაფორმალური მმართველობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ზოგიერთი პარტია უცხო ქვეყნიდან იმართება და ამ კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა ”ნაციონალური მოძრაობა” დაასახელა.
”არაფორმალურ მმართველობას რას ვეძახით, არ ვიცი. თუ ჩვენ ამას ვეძახით იმას, რომ ზოგიერთი პარტია სხვა ქვეყნებიდან იმართება საქართველოში, შეიძლება რომ დავეთანხმო. სხვა მხრივ, საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებელ რეჟიმში იღებს და ამ შეკითხვის და არც ამ ბრალდების ადრესატი ”ქართული ოცნება” ნამდვილად არ არის”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
კითხვაზე, რომელი პარტიები იმართებიან ქვეყნის გარედან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ფარგლებს გარედან ”ნაციონალური მოძრაობა” იმართება.
”მე მგონია, რომ თქვენც კარგად ხვდებით. ”ნაციონალური მოძრაობა” ფაქტია, რომ იმართება საქართველოს ფარგლებს გარედან”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.