იძულებული ვიყავი მიმეტოვებინა კარიერა, ტკბილი და კარგი ცხოვრება და ჩავდგომოდი პოლიტიკურ ძალას სათავეში, - აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ გააკეთა.
”მე ვიყავი ყველას გვერდით, რადგან ახალი იქმნებოდა, თუმცა დღეს მე ვერ ვხედავ ასეთ ადამიანს, ვის გვერდითაც შეიძლება დადგომა. ეს ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. არა იმიტომ, რომ მე ვარ ძალიან კარგი პოლტიკოსი ან პიროვნება, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, იძულებული ვიყავი მიმეტოვებინა კარიერა, ტკბილი და კარგი ცხოვრება და ჩავდგომოდი პოლიტიკურ ძალას სათავეში”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.