თინა ხიდაშელს არანაირ პასუხს არ გავცემ, იმდენად რთულ ვითარებაში არიან დღეს ”რესპუბლიკელები”, - ასე გამოეხმაურა ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებას.
”მე ერთს ვიტყვი - რა პოლიტიკურ ჩარჩოებზეც მქონდა საუბარი და რასაც არაადეკვატური რეაქცია მოჰყვა, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ეს არის ის, რომ პრაქტიკულად პროექტი საჰაერო თავდაცვის, რომელიც მომზადებული, ხელმოწერილი იყო, ამას უნდოდა მხოლოდ და მხოლოდ შესრულება და ზუსტი მიყოლა იმ ვადებს, რაც დაწესებული იყო. სამწუხაროდ, პოლიტიკური ჩარჩოები დაწესდა სწორედ ამ პროექტზე და ეს არის პრაქტიკულად დღეს შემცირებული ერთ მესამედამდე”, - განაცხადა ალასანიამ.
რამდენიმე დღის წინათ, რაკლი ალასანიამ PALITRANEWS-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს საჰაერო თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით, თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრს გარკვეული ჩარჩოები დაუწესეს.
ალასანიას ამ განცხადებას გუშინ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა და ამ განცხადებებს სასაცილო უწოდა.
საჯაროდ მოვითხოვ თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან, წარმოადგინოს პრეტენზიების ნუსხა, თუ სად იყო უკეთესად შესაძლებელი ქვეყნის დაცვა და მე ეს არ გავაკეთე“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.