პარლამენტში პლენარული სესია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
12-05-2016, 10:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტში პლენარული სესია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატები სხდომაზე ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონს განიხილავენ. განხილვა რამდენიმე საათია გრძელდება.

 

 

უმრავლესობის წევრები ოპოზიციას ”პროცედურულ ომში” ადანაშაულებენ, რის კონტექსტშიც, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა სხდომის წამყვანს, მანანა კობახიძეს მოუწოდა, კითხვების დასმის შეწყვეტის უფლება გამოიყენოს.

 


კახიანის განმარტებით, ამის უფლება სხდომის თავმჯდომარეს რეგლამენტიის 159-ე მუხლით გააჩნია. კითხვების დასმის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებისკენ კობახიძეს გია ვოლსკიმაც მოუწოდა.

 

 

კახიანის განცხადებას უმცირესობის წევრები, ირმა ნადირაშვილი და ხათუნა გოგორიშვილი გამოეხმაურენ.

 

 

„სამწუხაროა, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან რეგლამენტის დარღვევაზე მოწოდება კეთდება“, - აღნიშნა ნადირაშვილმა.

 

 

კახიანს სხდომაზე გოგირიშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ”ყოველგვარ ეთიკას” არღვევს.

 

 

„ბიუროს სხდომაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ დღის წესრიგში ეს საკითხი პირველი უნდა ყოფილიყო და საუბარი იმაზე, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენა მნიშვნელოვანია, ზედმეტია. რიგითობის განსაზღვრის უფლება თქვენ გქონდათ, რადგან საკითხს კენჭს თქვენ უყრით“, - აღნიშნა გოგორიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი