გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების სრულ შესაბამისობას დემოკრატიულ საარჩევნო პრინციპებთან
12-05-2016, 20:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანს, ფილიპ ჰამონდს შეხვდა.

 


საუბრის ძირითადი თემები ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, საქართველოს ევროპული არჩევანი, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო.

 


პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

 


ფილიპ ჰამონდმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

 


გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობით და ე.წ ბორდერიზაციის პროცესით დაინტერესდა.

 


საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების სრულ შესაბამისობას დემოკრატიულ საარჩევნო პრინციპებთან.

 


დადებითად შეფასდა თანამშრომლობის ფორმატი „უორდროპის დიალოგი“, რომელიც ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და პრაქტიკულად სტრატეგიულ თანამშრომლობას უტოლდება. ხაზი გაესვა ამ ფორმატის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი