პრემიერი ლონდონში, მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ქართულ დიასპორას შეხვდა
12-05-2016, 21:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო ყოველთვის გელოდებათ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში შეკრებილ ქართულ დიასპორას.

 


საქართველოს მთავრობის მეთაური ტაძარში, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო პარაკლისს დაესწრო, რომლის შემდეგ ლონდონში მცხოვრებ ქართველებს ესაუბრა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მოხარულია ლონდონში ქართული მართლმადიდებლური კულტურის კერის არსებობით.

 


„არის ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ასეთი ფილმი „სახლი“, რომელიც მოგვითხრობს, აშშ-ში, ქართული ეკლესიის წიაღში, როგორ ნარჩუნდება ქართული ოჯახური ტრადიციები და როგორ იზრდებიან ბავშვები ქართული კულტურის ზეგავლენით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლონდონში არსებობს ქართული მართლმადიდებლური კულტურის ასეთი კერა და არის საშუალება, ქართულმა ოჯახებმა აქ მოიყარონ თავი. საქართველო ყოველთვის გელოდებათ, თუმცა მე არ გეტყვით, რომ ყველა თქვენგანი დაბრუნებულიყოს, არ ვიცი, ეს რამდენად სწორი იქნებოდა. ბევრი თქვენგანი შეიძლება აქ ცხოვრობდეს, მაგრამ არანაკლებს აკეთებდეს თავისი ქვეყნისთვის. გვიყვარხართ ძალიან და ყოველთვის გელოდებით. ყველა თქვენს ძვირფას ადამიანს ვულოცავ დღევანდელ დღეს და ბედნიერებას ვუსურვებ“, - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის წარმომადგენლებს.

 


პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიზნესმენ თამაზ სომხიშვილს, რომელმაც ტაძარი შეისყიდა და საქართველოს საპატრიარქოს გადასცა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს არის დიდი საჩუქარი საქართველოსთვის, რაც ბიზნესმენის მხრიდან ქველმოქმედების ერთადერთი მაგალითი არ არის.

 


საზეიმო პარაკლისის დასრულების შემდეგ, პრემიერი დიასპორის წარმომადგენლებს არაფორმალურ გარემოში ესაუბრა და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი