ვახტანგ გომელაური: ძალიან ცუდია, რომ ვერ შედგა პარლამენტში ჩემი გამოსვლა და ანგარიშის მოსმენა
13-05-2016, 00:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსმენა დღეს არ შედგება. როგორც გომელაურმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას პარლამენტში დეპუტატებისთვის უსაფრთხოების სამსახურის შესახებ ანგარიში უნდა გაეცნო, თუმცა ეს ვერ მოხერხდა, რადგან გუშინდელი სესია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის განხილვას დაეთმო.


,,მე პატივს ვცემ პარლამენტს, კანონს. ერთხელ ვიყავი ჩამოსული და ახლა მეორედ მომიწია ჩამოსვლა, რომ არ ყოფილიყო მითქმა-მოთქმა - ჩამოვიდა და არ დაესწროო. დატვირთული გრაფიკი მაქვს. რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ძალიან კარგი შეფასებები იყო ჩვენი კოლეგა სტრუქტრუების პირველი პირებიდან. მინდოდა ეს საკითხიც გამეჟღერებინა დღევანდელ სხდომაზე. სამწუხაროდ, ძალიან ცუდია, რომ ვერ შედგა პარლამენტში ჩემი გამოსვლა და ანგარიშის მოსმენა. ხვალ ნამდვილად ვერ მოვახერხებ პარლამენტში მოსვლას, რადგან სტუმრები გვყავს. შევეცდები, რომ ჩამოვიდე ისევ”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი