ისრაელის ელჩი საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის
15-07-2014, 03:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისრაელის ელჩი საქართველოში, იუვალ ფუქსი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს ისრაელის მიმართ გამოჩენილი სოლიდარობისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ იუვალ ფუქსის განცხადებაშია ნათქვამი.

 


"საქართველოს მთავრობამ და ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ. დაახლოებით 10 წლის წინ ისრაელი ღაზადან გამოვიდა. იოლი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ნაბიჯი მაინც გადავდგით. "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ღაზას სექტორიდან პასუხად ათასობით რაკეტა მივიღეთ, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქალაქებისა და მოქალაქეებისკენ იყო მომართული.

 

 

ისევე, როგორც ადრე, ისრაელს ახლაც ესაჭიროება თავდაცვა. ნებისმიერი მთავრობის მსგავსად, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ჭურვებისგან და "ჰამასის" რაკეტების არეალში მყოფი მილიონობით ადამიანი გადაარჩინოს.

 


მე პატივს ვცემ და ვაფასებ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სოლიდარობას ისრაელის მიმართ. მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა პრემიერ ღარიბაშვილს და საქართველოს მთავრობის თითოეულ წევრს იმ წუხილისთვის, რომელსაც ისრაელში არსებული სიტუაციის გამო გამოთქვამენ და სრული გაზიარებისთვის იმ ფაქტისა, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს.

 


ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთი წერილი მივიღე მთავრობის წევრებისა და მეგობრებისგან, რომლებიც წუხილითა და სოლიდარობით იყო სავსე. უღრმესი მადლობა", - ნათქვამია იუვალ ფუქსის განცხადებაში.

 

 


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ღრმა შეშფოთება გამოხატა ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების გამო და ისრაელის მოქალაქეებს სოლიდარობა გამოუცხადა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს ღაზას სექტორში დაპირისპირების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.

 


"ამასთანავე, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი გარეშე საფრთხისგან და მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი ქვეყანა, მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება.


იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული კონფლიქტის შემდგომი გაღრმავება და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია.


საქართველოს მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს ხანში შეწყდება ცეცხლი და დაპირისპირებულ მხარეებს შორის განახლდება სამშვიდობო მოლაპარაკებები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ვითარების სტაბილიზაციას", -აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი